კარაპეტის საჯარო სკოლიდან ერთადერთი პირველკლასელი არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს
11-07-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგემა მოწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზეს.

წელს სკოლაში პირველი კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლაში ყველაზე უმცროსი მოწაფის მრავალმხრივ განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავდნენ და მის მოტივირებას ცდილობდნენ, რაც მოსწავლის მიღწევებსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახა. 

სკოლიდან პირველკლასელი არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს, პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.

„საოცრად დინჯი, კეთილი, ჭკვიანი, თავდაჯერებული, მეოცნებე, თვალებციმციმა და მზეღიმილა ბიჭია ეს. გზა დავულოცეთ და ბედნიერი არდადეგები ვუსურვეთ... თავისი ნახატებითაც გული გაგვითბო!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203