საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებელთა შემეცნებითი ტური ქუთაისში
11-07-2023
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

მათ შორის, მასწავლებლები და მოსწავლეები ქუთაისში იმყოფებოდნენ. მათ ტაძრები მოილოცეს და სათაფლიის ნაკრძალი დაათვალიერეს. აქტივობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

სასკოლო საზოგადოება გასვლითი აქტივობიდან კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203