საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა პოლონეთში გამართულ ფესტივალზე ქვეყანა ღირსეულად წარადგინეს 
11-07-2023
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიას აქტიური, შემოქმედებითი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც როგორც სასწავლო წლის განმავლობაში, ისე მისი დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

მათ შორის, გიმნაზიის მოსწავლეები პოლონეთში გამართულ ფესტივალს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფესტივალში 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

როგორც გიმნაზიაში ამბობენ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ყილოშტყებამი“ საქართველო მსოფლიო სარბიელზე ღირსეულად წარადგინა. 

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მოსწავლეებსა და ხელმძღვანელს წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებები ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი სურმავას“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203