„საქართველოს გამაერთიანებელი მეფეები“ - სხეფის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა პრეზენტაციით შეაჯამეს
11-07-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. წლის ბოლოს მოსწავლეებმა ნასწავლი შეაჯამეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, საგანში -  „ჩვენი საქართველო“, მე-6 კლასელთა 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომლის თემა გახლდათ - საქართველოს გამაერთიანებელი მეფეები -  ფარნავაზ მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და საკითხის ცონდა და ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ. 

„მადლობა, ბავშვებო კარგი წარდგენისთვის. მიყვარხართ და მომენატრებით“,- აღნიშნავს მათი პედაგოგი. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მე-6 კლასელები შემოქმედებითი ნიჭითაც გამოირჩევიან, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ კლასში მომავალი ცნობილი მხატვრები სწავლობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203