
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტს.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მოწყობილია ბანაკი „ძევრის სკოლა - 2023“, სადაც მოსწავლეებს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით მნიშვნელოვანი უნარები უყალიბდებათ.
ბავშვები აღნიშნული ბანაკის მეშვეობით საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ. სხვადასხვა საკითხში ერკვევიან, რომელიც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
სკოლა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მუდმივად აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო: