ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
11-07-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ჩემპიონია!
ჩატარდა ფინალური თამაში მაგიდის ჩოგბურთში. ვაჟების კატეგორიაში ერთმანეთს შეხვდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლა და ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლა. შეხვედრა ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.