ჩანჩხალოს საჯარო სკოლა წელს სამმა მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
11-07-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. მასწავლებლებმა, დირექტორის - დავით მიქელაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღმისეული ცოდნის მისაცემად ყველაფერი გააკეთეს და ახალგაზრდებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი შესთავაზეს.
წელს ჩანჩხალოს საჯარო სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლის დირექტორი - დავით მიქელაძე კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია და მათ მხარდაჭერას არასდროს წყვეტს.
დირექტორი კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალს უსურვებს, სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ.