ნუკრიანის N2 სკოლას წელს ოქროს მედლის სამი კანდიდატი ჰყავს - დირექტორი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს
11-07-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. 

პედაგოგებმა, დირექტორის - მანანა მათეშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, შედეგიც სახეზეა. წელს სკოლას - ოქროს მედლის სამი კანდიდატი ჰყავს. სკოლა წარჩინებით - ნინო მაზიაშვილმა, ნინო ღლიღვაშვილმა და გოგა შალვაშვილმა დაამთავრეს. 

სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია. ამჟამად, აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს აბარებენ. 

ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მანანა მათეშვილი აბიტურიენტებს უსურვებს  გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩარიცხვას და ასევე, მოუწოდებს პროფესიაშიც ისეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203