წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, ძალოსანი -  ჯაბა ტყეშელაშვილი ევროპის ჩემპიონია 
11-07-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასელი ჯაბა ტყეშელაშვილის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. ახალგაზრდა ძალოსანი ევროპის ჩემპიონია.

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა (96 კგ.) შორის ჯაბა ტყეშელაშვილმა თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწია.

 ძალოსანმა ატაცში 109 / 113 / 116 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტყეშელაშვილმა აკვრაში თავი 137 / 144 / 147 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედალს დაეუფლა. ორჭიდში მოგროვილი 263 კილოგრამით კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური  გახლავთ, ჯაბა ტყეშელაშვილის პირადი მწვრთნელი კი გურამ მამიაშვილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203