ახალციხის N5 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, რომელიც ყველასთვის ცნობილი პროექტის - „ეტალონის“ მსგავსი წესებით გაიმართა.
კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ტყემლანის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე: დ. ხუციშვილი; ზ. გოგოლაძე და შ. თაბუნიძე.
ინტელექტუალურმა თამაშმა საყოველთაო ჩართულობით და დიდი ინტერესით ჩაიარა.
კონკურსის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა, რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები