
თბილისის N133 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი ნაყოფიერად დაამთავრა. სკოლამ მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესი შესთავაზა, რაც მოსწავლეთა შედეგებზე დადებითად აისახა.
მათ შორის, სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული შეფასების ტესტირება წარმატებით გაიარეს. ტესტირება ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარდა.
სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეთა მიღწევას დიდი სიხარულით უზიარებს.
„მინდა სიხარული გაგიზიაროთ მთელ სასკოლო საზოგადოებას მე-4-მე-6 კლასების ეროვნული შეფასების შედეგები ქართულსა და მათემატიკაში, კიდევ უფრო დიდი ნახტომი და პროგრესია თითოეული 133 -ელისთვის, რაც უდავოდ, ჩვენი მიზანდასახული და მოტივირებული ბავშვების, მათი ფუტკარივით მშრომელი პედაგოგების და მისაბაძი მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მადლობა, თითოეულ მათგანს გამოჩენილი პასუხისმგებლობის, ზრუნვისა და ერთგულებისთვის. 133-ე ამაყობს თქვენით! მე-4გ კლასის შედეგი კი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა და განსაკუთრებული მადლობა პედაგოგ, თამარ ხორბალაძეს მუხლჩაუხრელი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის“,- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.