
ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N113 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახება. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2022-2023 სასწავლო წელი.
„მხატვრული ნიჭი ღვთის საჩუქარია და მათ, ვინც მას საკუთარ თავში აღმოაჩენს, აქვს გარკვეული ვალდებულება: იცოდეს, რომ ამ ნიჭს ფუჭად ვერ გაფლანგავს, არამედ უნდა განავითაროს“,- მოჰყავთ პაპი იოანე პავლე II-ის სიტყვები თბილისის N113 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ, ხატვის დიდი სიყვარულით ანთებულმა მე-3ა კლასის მოსწავლეებმა - ნია ჯოლოგუამ, თეკლა ევსტაფიშილმა, ანასტასია დაუთაშვილმა, ნანა შენგელიამ და საბა ჩიქობავამ შექმნეს მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები, რადგან სიღრმისეულად შეისწავლონ და ეზიარონ ხელოვნების საოცრებებს.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშვრები: