„ჩემი საამაყო გოგოები“ - ვეტერანი სპორტსმენისა და მასწავლებლის - მელანია დოლიძის მოსწავლეთა მორიგი სპორტული წარმატება 
10-07-2023

ვეტერანი სპორტსმენი და მასწავლებელი მელანია დოლიძე მოსწავლეთა წარმატებასა და წინსვლაზე აქტიურად ზრუნავს, საკუთარ საქმეში დიდ შრომას დებს და მუდმივად ცდილობს ახალგაზრდების განვითარებას, რაც მოზარდების მიღწევებზე აისახება.

მელანია დოლიძე მოსწავლე გოგონების მორიგ ბრწყინვალე წარმატებას გვიზიარებს. მელანია დოლიძის მოწაფეებმა - მარიამ ჭიჭვეიშვილმა, ლიზი გორდინსკაიამ, ნინი მოქიამ და ნანი მარკოიძემ მკლავჭიდში აჭარის პირველობა მოიპოვეს.

„დღის გმირები, ჩემი საამაყო გოგოები“, - ასე ულოცავს მიღწეულ წარმატებას მასწავლებელი მოსწავლეებს და მათ წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203