მუხაესტატეს საჯარო სკოლაში სხეულის წონაზე ღია გაკვეთილი ჩატარდა
08-05-2018
მუხაესტატეს საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილები აქტიურად ტარდება. 

სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა რუსულ ენასა და ლიტერატურაში, გაკვეთილის თემა იყო საკვები პროდუქტები და კერძები. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.

ღია გაკვეთილი ჩატარდა ასევე ბიოლოგიაში. გაკვეთილის თემა იყო - სხეულის წონა, მეტაბოლიზმის დარღვევა.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გამოიყენეს დიაგრამები და ცხრილები საკითხის გაანალიზებისას და არასწორი კვების შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ ვარაუდები გამოთქვეს.

ღია გაკვეთილი ჩატარდა დაწყებით კლასშიც. გაკვეთილის თემა იყო - ზღაპარი „მუქთი ლუკმა“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებმა ზღაპარის შინაარსი ისწავლეს, გადმოცემული ამბავი რეალურ ცხოვრებას დაუკავშირეს და ლექსიკა გაიმდიდრეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203