
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო 2022-2023 სასწავლო წელი.
2 ივნისს, ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის, ჩატარდა ვიქტორინა თემაზე - „აფხაზეთი“. პირველი ადგილი რუისის N3 საჯარო სკოლამ დაიკავა. მოსწავლეებმა კონკურსზე შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.
სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: