ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ჯინსების თაობა“ ინტექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზა 
10-07-2023

ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რად მოზარდების შესაძლებლობებზე დადებითად აისახება. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ. 

3 ივნისს, თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ სასკოლო ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 46 გუნდი მონაწილეობდა. ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ნორჩ ინტელექტუალთა გუნდმა - „ჯინსების თაობა“ კონკურსში წარმატებით იასპარეზა. 

სკოლაში გუნდის წევრებს - საბა ქენქაძეს, ზურაბ კოროშინაძეს, მარიამ გვენეტაძეს, ელენე ძაგნიძეს, ნინო ხუხუნისა და ანანო გაბრიაძეს წარმატებას ულოცავენ. 

„სკოლის ნორჩ ინტელექტუალთა გუნდმა - „ჯინსების თაობა“ დაძაბული კონკურსი მე-5 შედეგით დაასრულა. მადლობა, ჩვენს „ჯინსელებს“ მე-11 კლასიდან: საბა ქენქაძე (კაპიტანი), ზურაბ კოროშინაძე, მარიამ გვენეტაძე, ელენე ძაგნიძე, ნინო ხუხუნი და ანანო გაბრიაძე (მე-8 კლასი)“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203