ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი წარმტაცი ღონისძიებით დააგვირგვინეს
10-07-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი ნაყოფიერად დასრულდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა წელი წარმტაცი ღონისძიებით დააგვირგვინეს. მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოება შთამბეჭდავი ნომრებით მოხიბლეს. მათმა წარმოდგენამ მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ბავშვებმა, ასევე, პირველ მასწავლებელს - ნატო მაისურაძე შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მიღწევებზე ისაუბრეს.

პედაგოგმა კი საყვარელ პედაგოგებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. 

„ბედნიერი და წარმატებული მომავალი ნიჭიერ ბავშვებს“,- ასეთია პედაგოგის სურვილი, რომელმაც მოსწავლეებს გზა დიდი სიყვარულით დაულოცა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203