„ზაზა პირველად დაჯილდოვდა ქორეოგრაფის სტატუსით და გვინდა წინსვლა ვუსურვოთ“ - პტენის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ
10-07-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ზაზა შავაძის წარმატებით ამაყობენ. 

ზაზა შავაძემ მომავალი თაობის შემოქმედებით განვითარებას ჩაუდგა სათავეში და სასკოლო საზოგადოებას ქორეოგრაფად მოევლინა, რაც სკოლაში ახარებთ. კურსდამთავრებულმა ცეკვის ხელოვნება პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - საბა ველიჯანაშვილსა და მარიამ ბერიძეს გაუზიარა. მოსწავლეებმა კი შესაძლებლობები ახალქალაქის კულტურის სახლში გამართულ ცეკვისა და სიმღერის ფესტივალზე წარმოაჩინეს. კონცერტის დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, დაჯილდოვდა ქორეოგრაფიც. 

სკოლაში კურსდამთავრებულს წინსვლას უსურვებენ. 

„ეს არის ზაზა შავაძე, რომელიც ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებულია. მან მონდომება, წარმატება და სკოლის სიყვარული, მომავალ თაობაში ჩადო და ქორეოგრაფად მოგვევლინა. მადლობა, ზაზა დღევანდელი წარმატებისთვის. ზაზა პირველად დაჯილდოვდა ქორეოგრაფის სტატუსით და გვინდა უამრავი წარმატება ვუსურვოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...