ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლას ბეჯითი, ნიჭიერი, შემოქმედი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან, სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა.
ახლახანს, ახალქალაქის კულტურის სახლში ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები - საბა ველიჯანაშვილი და მარიამ ბერიძე მონაწილეობდნენ. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. კონცერტის დასასრულს კი მონაწილეობისათვის სიგელები და დიპლომები გადაეცათ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: