
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, პედაგოგები ხშირად მიმართავდნენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო ღონისძიებას, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც მოწაფეებს პედაგოგმა - ია პაპალაშვილმა შესთავაზა. მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატები, ასევე, სახვითი ხელოვნების გალერეა დაათვალიერეს და სკოლაში ახალი შთაბეჭდილებებითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
სკოლაში მუზეუმის თანამშრომლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
„უდიდესი პატივისცემა სიღნაღის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებსა და პერსონალს ყურადღებისა და გულთბილი გარემოსთვის, უაღრესად საინტერესო ლექციები მოვისმინეთ წმინდა ნინოს მონასტრის, ასევე, თანამედროვე მონეტებისა და ქაღალდის ფულის შესახებ. ინფორმაციული და ემოციებით დატვირთული დღე, მადლობა, პედაგოგ ია პაპალაშვილს საინტერესო დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: