„მოტივაციას მაძლევს ჩემი საქმე, სკოლა, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სიყვარული“- ნანა ხაჭვანი, ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი
10-07-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ხაჭვანი ​წარმატებული ხელმძღვანელია, რომელიც გამოწვევებსა და სიახლეებს სამაგალითოდ უმკლავდება. საქმის, სკოლისა და მოსწავლე-მასწავლებელთა სიყვარული კი მოტივაციას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანოს ღირსეული საზოგადოების ფორმირებაში.  

- ეს სასწავლო წელი იყო...

- უდიდესი პასუხისმგებლობა, ბევრი გამოწვევებისა და სიახლეების ფონზე მეტად დატვირთული.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მეტ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რადგან მათ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებებისთვის, მაგრამ ეს ჩართულობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- რატომაც არა?! - დავიწერდი, დავიხატავდი, მიყვარს სიახლეები. დახატულ პერანგებს შევინახავდი და ერთ პატარა ისტორიად ვაქცევდი.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მე ვიყავი მეოცნებე აბიტურიენტი, ვიცოდი, რომ გავხდებოდი სტუდენტი მიუხედავად იმისა, რომ 90-ანი წლები ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის ტაძარში.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- „თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით დგახართ“.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი საქმე, სკოლა, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სიყვარული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203