
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ანა წულაია მოსწავლეთა აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება და წიგნიერი თაობის ჩამოსაყალიბებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.
„ნაკლები ტელეფონი, მეტი წიგნი“- ასეთია პედაგოგის მოწოდება, რომელსაც მოსწავლეთა ინტერესით ანთებული თვალები მოტივაციას აძლევს აკეთოს თავისი საქმე სიყვარულით. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ანა წულაიასთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ნაყოფიერი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- ნაკლები ტელეფონი, მეტი წიგნი.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- როცა ერთი კარი იკეტება მეორე იღება.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ბევრს ვკითხულობდი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- გიყვარდეთ წიგნი;
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მასწავლებელო თქვენი გაკვეთილი ასე მალე რატომ მთავრდება?
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა ინტერესი.