არხილოსკალოს საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა 
10-07-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

ლიზი ბენაშვილს, მარიამ სეთურიძეს და სალომე თინიკაშვილს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი ნონა ბედუკაძე გახლავთ. 

სკოლა ულოცავს მოწაფეებს ამ წარმატებას და, ასევე, სრულიად საქართველოს მოსწავლეებს უსურვებს წინსვლას. 

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერებით 26 მოსწავლე დაჯილდოვდა.

წარჩინებით დამთავრებისთვის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მაკა ჯანაშვილთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მიულოცეს მათ მიღწეული შედეგები და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203