
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი წარმატებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც პრიორიტეტი სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ კეთილშობილურ საქმეს კი ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს წიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- სასიხარულო, რადგან რესურსცენტრმა გვაცნობა, რომ 2023 -2024 სასწავლო წელს მოხდება იყალთოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტი ყურადღება დაუთმონ შვილების სწავლა - აღზრდის საქმეს, ყურადღება მიაქციონ ჯანსაღი კვების საკითხებს.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- მზეს და გულს, მშვიდობას და სიყვარულს.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მთელი წელიწადი წიგნებს ჩავკირკიტებდი, რათა გამოცდები კარგად ჩამებარებინა.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- მეტი ყურადღება დაუთმონ სწავლა-აღზრდის საკითხებს, გართობასთან შედარებით.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- რომ კარგად გამოვიყურები.
- მოტივაციას მაძლევს...
- ის ფაქტი, რომ ქვეყანა ვითარდება და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.