„ბავშვების სიყვარული და მათთან გატარებული ყოველი წუთი ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა“- ნათია მიქელაძე, კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი
07-07-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ნათია მიქელაძე წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ის ამ კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორ ნათია მიქელაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- საინტერესო და პროდუქტიული.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეც მშობელი ვარ, ამავე დროს მასწავლებელი. სკოლას ვეტყოდი მადლობას, ჩემი შვილების მიმართ გაწეული შრომისა და სიყვარულისთვის.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ მქონდა ის კარგი პირობები, რაც დღესდღეობით ჩვენს აბიტურიენტებს აქვთ.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „მიყვარხარ! სულ ჩემი მასწავლებელი ხომ იქნები“?

- მოტივაციას მაძლევს...
- ბავშვების სიყვარული და მათთან გატარებული ყოველი წუთი ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა, ასევე პასუხისმგებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203