„სკოლა ულოცავს მის საამაყო მოსწავლეებს გამარჯვებას“ - ზვარეს საჯარო სკოლა მოწაფეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ​ „ეტალონში“ ასახელეს
07-07-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ. 

მოსწავლეებმა სკოლა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ​ „ეტალონში“ ასახელეს. 

23 ივნისს, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ტიტულის მფლობელი გახდა - ზვარეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მათე გათენაძე. ასევე ინტელექტ-ჩემპიონატის მე-2 ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა გოგიტიძე, რომელიც რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ზვარეს საჯარო სკოლა ულოცავს მის საამაყო მოსწავლეებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. პირველი ადგილის და „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მეთე გათენაძე,  ასევე ვულოცავთ ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა გოგიტიძეს მეოთხე ადგილის მოპოვებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან ქედის მუნიციპალიტეტის მერია და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203