
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩნას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია ხატვის მასტერკლასი, რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა.
სკოლის მოწაფეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც აქტივობის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა ყველას ვინც ხელი შეუწყო ამ საინტერესო აქტივობის განხორციელებას, მადლობა ჩვენ ნიჭიერ და საყვარელ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: