„წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ: ლაღი და ნაყოფიერი სტუდენტობა“ - ბოლნისის N2 სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ძალ-ღონე არ დაიშურეს. სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. ამჟამად, მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ. დირექცია და პედაგოგები კი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო მე-12 კლასის მოსწავლეებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენ ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლები ჩვენთან ერთად გაატარეთ...
წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ: ხალისიანი, ლაღი და ნაყოფიერი სტუდენტობა. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ ჩვენო საყვარლებო...“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.