
ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს. სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს მე-12 კლასელები. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და მისაღებ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებისთვის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა და მათემატიკის გამოცდით გაგრძელდა.