„ჩვენ გვჯერა თქვენი!“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებენ
07-07-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. სკოლაში კურსდამთავრებულთა მხარდაჭერას არასდროს წყვეტენ. დირექცია და პედაგოგები, რომელთაც მოსწავლეთა სწავლა-განათლების საქმეში უდიდესი შრომა ჩადეს, აღზრდილებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

„ჩვენ გვჯერა თქვენი!“- ასე მიმართავენ სკოლაში კურსდამთავრებულებს და ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებენ. 

„სრულიად საქართველოს აბიტურიენტებს და მათ შორის ჩვენს მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203