
ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იწყება მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი-საქართველო“ განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, ასევე, Steam საგნების პედაგოგთა მხარდაჭერას, Steam საგნების სწავლა-სწავლების ამაღლებისათვის სკოლის თანამედროვე და საჭირო რესურსებით და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას.