ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში შექსპირის საღამო გაიმართა
07-07-2023

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით. 

მათ შორის აღსანიშნავია შექსპირის საღამო, რომელიც მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

მე-7 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს შექსპირის სონეტებიდან ნაწყვეტები ორ ენაზე, ინგლისურ - ქართულად და გენიალური დრამატურგის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიების ორგანიზატორია მარიამ გოშაძე, ხოლო მხატვარ-გამფორმებელი გვანცა არსენიშვილი.

„იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები, ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.

But flowers distill'd though they with winter meet, Leese but their show; their substance still lives sweet.'' (ციტატის წყარო: „სონეტი 5“).

უილიამ შექსპირი — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

სიცოცხლის განმავლობაში, უილიამ შექსპირმა დაწერა თეატრისთვის დაახლოებით 37 პიესა და 150-ზე მეტი ლექსი! ვერავინ იტყვის ზუსტ რიცხვს, რადგან, შეიძლება, მისი ნაწარმოების ნაწილი დროთა განმავლობაში დაიკარგა,ზოგიც, შეიძლება, დაწერილიყო სხვა ადამიანების დახმარებით“, - აღნიშნავენ სკოლაში და დრამატურგის უკვდავი პიესიდან ციტატა მოჰყავთ. 

„თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას“. (ციტატის წყარო: „ჰამლეტი“ I ტომი).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203