
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში ერუდირებული, წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის აღზრდა პრიორიტეტია, პედაგოგები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას ასწავლიან და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე ნია ასანიძე, ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის N87 საჯარო სკოლის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსში - „რამ შემქმნა ადამიანად...“ მონაწილეობდა და ნომინაციაში - „მხატვრული წერის ოსტატი“ გაიმარჯვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ნიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავაც ბევრჯერ ესახელებინოს თავისი მშობლიური სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.