ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანული ენის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
07-07-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მეხუთე კლასიდან მეორე უცხო ენად გერმანული ენა ისწავლება. ბავშვებს ამ ენას პედაგოგი რიტა გულუა ასწავლის, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს რომ მოსწავლეებს ხარისხიანი ცოდნა მისცეს და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი შესთავაზოს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებს შეუძლიათ ერთმანეთში ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებზე გერმანულად საუბარი. მასწავლებლის დახმარებით, საგაკვეთილო თუ სასკოლო ღონისძიებებზე გერმანულ ენაზე ინსცენირებებს დგამენ.

18 ივნისს, ზუგდიდში ჩატარდა გოეთეს უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდა, სადაც ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და დაიმსახურეს Fit in Deutsch a1 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი გერმანულ ენაში:

გამოცდაში მონაწილეობდნენ:

  • ელენე  ჭურღულია - VI კლასი; 
  • ბარბარე  ჭურღულია - VI კლასი,
  • ანდრია  ქობალია - VI კლასი;
  • ანი  კეშელავა - VII კლასი.

სკოლა ულოცავს ბავშვებს  და მასწავლებელს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203