ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
06-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობები ეძღვნებოდა. 

გამონაკლისი არც თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური პრეზენტაციები მოამზადეს. მომზადებულ რესურსებში ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ იყო გადმოცემული.

მოსწავლეებმა აზრი დააფიქსირეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 
 
„მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია მოწევის პრევენციასთან და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. მე-5 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ კამპანიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203