„მიუზიკლის სამყაროში მოგზაურობა“- ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტ-ღონისძიება
06-07-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი და გამორჩეული აქტივობა გაიმართა.
მათ შორის, მუსიკის მასწავლებელმა - ნანა ბოლქვაძემ პროექტ-ღონისძიება - „მიუზიკლის სამყაროში მოგზაურობა“ ჩაატარა. ამ ღონისძიებისთვის საოცარი ნიღბები და აქსესუარები ხელოვნების მასწავლებელმა ია ბაჯელიძემ შექმნა.
შემოქმედებით აქტივობაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვიეს.
მათ როგორც ქართული, ასევე უცხოური მიუზიკლები წარადგინეს.
„ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება ასეთი საინტერესო პროექტ-ღონისძიებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა