ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი და სასწავლო ვიზიტი ზოოლოგიურ მუზეუმში
06-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. პედაგოგები ხშირად მიმართავდნენ გასვლით აქტივობებს, რადგან სასწავლო ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

მათ შორის, III კლასის მოსწავლეები მიმდინარე წლის 5 ივნისს პროექტის - „გარემო ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიურ მუზეუმს.(ხელმძღვანელები: ქ.დიაკონიძე; მ.ჩიქობავა;) ეწვივნენ.

ბავშვებს გიდობა გაუწია ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ გორდაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლექცია მეტად საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა.

„ბავშვები სანახაობით აღფრთოვანებულნი იყვნენ, გაუჩნდათ უამრავი კითხვა, რაზეც ბატონი ემზარი ამომწურავად და ასაკთან შესაფერისი, მარტივი ენით პასუხობდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203