„მეტი შრომა და წიგნზე მუშაობა“- ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორის - სოსო წულაიას რჩევა და კეთილი სურვილები აბიტურიენტებს
06-07-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ განვითარებასა და მომავალ წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

მათ წინსვლაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, პროფესიონალი დირექტორი - სოსო წულაია და პედაგოგები ზრუნავდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი როგორც საინტერესო, ისე სახალისოცაა. 

ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, მართალია, სკოლა საბაზოა და მე-12 კლასის კურსდამთავრებული არ ჰყავს, თუმცა სოსო წულაიამ რჩევები და საუკეთესო სურვილები დანარჩენი აბიტურიენტებისთვისაც არ დაიშურა. აღსანიშნავია, რომ ის ახალი თაობის დიდი მხარდამჭერია.

„ზოგადად, ქვეყნის ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ - მეტი შრომა და მეტი წიგნზე მუშაობა“,- ამბობს სოსო წულაია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203