იფნარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური წელს სამმა მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი მეცხრეკლასელებს სიყვარულით ემშვიდობება და წარმატებას უსურვებს 
06-07-2023

ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

პედაგოგებმა, დირექტორის - გუსეინ მუსაევის ხელმძღვანელობით ყველაფერი გააკეთეს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი ყოფილიყო, ყოველდღიურად ზრუნავდნენ მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა. მე-9 კლასი წელს სკოლაში სამმა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სკოლის დირექტორი გუსეინ მუსაევი თითოეულ მათგანს უსურვებს წინსვლასა და წარმატებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203