ხიდისყურის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
06-07-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დამთავრდა. 

სკოლის პედაგოგებმა, დირექტორის - რამიზ მამედალიზადეს ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, პედაგოგები მოწაფეთა განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა. წელს მე-9 კლასი 10-მა მოსწავლემ დაამთავრა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები სწავლას მუხრანას სკოლაში გააგრძელებენ. სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

დირექტორი რამიზ მამედალიზადე მოსწავლეებს შემდეგ საფეხურზე წარმატებას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203