მამხუტის საჯარო სკოლა წელს 6-მა მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი გიას ბადალოვი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს 
06-07-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. დირექტორმა - გიას ბადალოვმა და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის სიღრმისეული ცოდნის მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

წელს, საშუალო სკოლა 6-მა მოსწავლემ დაამთავრა. კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. 

სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია და იმედი აქვს, რომ მისი აღზრდილები სკოლასა და პედაგოგებს ასახელებენ. 

სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი აბიტურიენტებს გამოცდებზე წარმატებას კიდევ ერთხელ უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203