ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორი ვანახარ კახრამანოვა კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალსა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს
06-07-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დამთავრდა. 

სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით  თუ აქტივობებით.

პედაგოგები, დირექტორის - ვანახარ კახრამანოვას ხელმძღვანელობით, მოწაფეების მრავალმხრივ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ და ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობდნენ.

წელს საშუალო სკოლა დაამთავრა 13-მა მოსწავლემ. სკოლიდან კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

დირექტორი ვანახარ კახრამანოვა აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას და წარმატებულ მომავალს უსურვებს. ​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203