კარწახის საჯარო სკოლ​ის დირექტორი ერვანდ ვარდერესიანი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს  
06-07-2023

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

პედაგოგებმა, დირექტორის - ერვანდ ვარდერესიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, მოწაფეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 7-მა მოსწავლემ დაამთავრა. მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ.

სკოლის დირექტორი ერვანდ ვარდერესიანი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებასა და მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მხარდაჭერას არასდროს წყვეტენ და ყოველთვის მათ ერთგულ გულშემატკივრებად გვევლინებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203