
გარდაბნის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, მოწაფეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ და მათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა. წელს სკოლაში მე-9 კლასი 6-მა მოსწავლემ დაამთავრა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათგან ორი სწავლას რუსთავში გააგრძელებს, ორი კი გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში.
სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს და ახალ საფეხურზე წარმატებები უსურვეს.