
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქათველოს კათალიკოს პატრიარქის - ილია II-სადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც სკოლაში მღვდელ-მონაზონ მამა ეგნატეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოზე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი დეტალები პატრიარქის ცხოვრებიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია სკოლებში, ქრისტიანული და ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბება-განვითარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: