
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ალლა ევაჯიანი etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური სიგელი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ალლა ევაჯიანი etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული.
სკოლაში პედაგოგის აღიარება და დაფასება ახარებთ, მას წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.