
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლაში წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის აღზრდა პრიორიტეტია. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მხრივ მეტად ნაყოფიერი იყო 2022-2023 სასწავლო წელი. სკოლაში აქტიურად მუშაობდა კითხვის მოყვარულთა კლუბი, რომლის წევრებმაც მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.
საკლუბო მუშაობის ერთ-ერთ ეტაპზე მოსწავლეებმა დაამუშავეს გერმანულენოვანი ტექსტი.
ტექსტის ძირითადი თემა იყო მეგობრობა. ბავშვებმა იმუშავეს შესაბამის დავალებებზე. ბოლოს მოკლედ შეაჯამეს წაკითხული ტექსტის შინაარსი და იმსჯელეს.
კლუბის წევრებს არც დედაენის დღე გამორჩენიათ. დედაენის დღესთან დაკავშირებით, შექმნეს წიგნი სათაურით - „14 აპრილი დედაენის დღეა“.