ალერტკარის საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდის - „ირისე“ წარმატება მასშტაბურ ფესტივალზე
06-07-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულია მომღერალთა გუნდი „ირისე“, რომლის წევრებიც ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერას, მუსიკის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

გუნდს მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა ხელმძღვანელობს და მოსწავლეებს აქტიურად ამეცადინებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გუნდი ყოველთვის მზადაა შეასრულოს საესტრადო, ხალხური ნაწარმოები თუ საგალობელი. გუნდი მონაწილეობს როგორც სასკოლო, ასევე სკოლისგარე ღონისძებებსა თუ ფესტივალებში და ყოველთვის იმსახურებს მაყურებლის მოწონებას.

ერთ-ერთი ასეთი ღია ფესტივალი „არტ-კოლხი“ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ასევე ლიეტუვას, პოლონეთის, ფინეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ირანის წარმომადგენლები.

ფესტივალი 26-30 ივლისს გაიმართა, ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა და 30 ივლისს, ანაკლიაში, გალა- კონცერტითა და დაჯილდოებით დაიხურა.

სკოლის მომღერალთა გუნდმა „ირისე“ ნომინაციაში - „ხალხური სიმღერა“ დაიმსახურა მეორე ადგილი და სპეციალური პრიზი.

„სკოლა ულოცავს მომღერალთა გუნდ „ირისეს“ მიღწეულს და უსურვებს ულევ შემოქმედებით წარმატებას. მუსიკის მასწავლებელ თინათინ ლაგვილავას კი მადლობას უხდის დაუღალავი შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203