ალექსეევკის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ
06-07-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ასევე მოეწყო შემეცნებითი საუბარი. მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს, საკითხის შესახებ ცოდნა აიმაღლეს და ნასწავლი სხვებსაც გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203