ნიკორწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგმა, სალომე კობახიძემ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საინტერესო ტრენინგი გაიარა 
06-07-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში არიან ჩართულნი. 

მათ შორისაა სალომე კობახიძე, რომელიც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგები გაიარა. ტრენინგს კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი ნუციკო კახეთელიძე უძღვებოდა. 

ტრენინგი პედაგოგისთვის მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კი სკოლაში გამოიყენებს და მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებას მოახმარს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203